უფრო მეტს იზამენ ესპანეთთან, ეს ბიჭები თავისუფალი საქართველოს შვილები არიან და ამისთვის იბრძვიან - მერაბ სეფაშვილი
ეს ბიჭები თავისუფალი საქართველოს შვილები არიან და აი ამისთვის იბრძვიან - მერაბ სეფაშვილს მოლოდინი აქვს, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ესპანეთთან უკეთეს შედეგს დადებს, ვიდრე პორტუგალიასთან.
ესპანეთთანაც იგივე მოლოდინი მაქვს რაც პორტუგალიასთან. იმის თქმა გადაჭრით, რომ ჩვენ გავიმართვებთ, რთულია, მაგრამ ჩვენ რომ ვიბრძოლებთ და ბიჭები რომ იბრძოლებენ, ეს ვიცი. საოცრად დიდი შედეგი დადეს და უფრო მეტს იზამენ, იმიტომ, რომ ეს ბიჭები თავისუფალი საქართველოს შვილები არიან და აი ამისთვის იბრძვიან", - სეფაშვილი.
32 წუთში გაყიდული ყველა ბილეთი - საქართველო-ესპანეთის თამაშს 10 ათასი ქართველი ქომაგი დაესწრება. ეროვნული ნაკრების გულშემატკივრები რევანშისტული მატჩისთვის ემზადებიან. კიოლნის გიგანტურ საფეხბურთო მოედანთან კვირას ისევ გაისმება ბევრი ქართული შეძახილი. ცნობილია, რომ მერვედფინალურ მატჩზე დასასწრებად ქომაგებისთვის სუბსიდირებული 7 ჩარტერული რეისი შესრულდება. ერთი გზის საფასური კი საშუალოდ 195 ევრო იქნება.