"პირობა პირობაა" - ჩაეხუტა თუ არა ანა დოლიძე ლევან მურუსიძეს?
შეასრულა თუ არა ანა დოლიძემ დადებული პირობა? - პარტია "ხალხისთვის" ლიდერი "დღის ამბების" ეთერში აცხადებს, რომ ლევან მურუსიძესთან ჩახუტების მიზნით როგორც სააპელაციო სასამართლოში, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობაშიც იმყოფებოდა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ მიუხედავად მისი მცდელობებისა, ე.წ. კლანის წევრი ადგილზე არც ერთხელ არ დახვდა.
ამასთანავე, დოლიძე ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქართველი სპორტსმენები თავმდაბლობით და კეთილშობილური თვისებებით გამოირჩევიან.
პირობა პირობაა. მივედი სააპელაციო სასამართლოში და არ იყო. ამ დროს იყო იუსტიციის საბჭოს სხდომა დანიშნული, წესით იქ უნდა ყოფილიყო, ამიტომ იქ მივვარდი, მაგრამ სხდომა გააუქმეს და იქ არავინ არ დამხვდა. გავიკითხე და გაგებები ვინც იცის იმ ხალხმა მითხრა, რომ თავანი ჩაბარებული არისო. მე რახან მივიტანე თავანი, ეს ჩაბარებულად ითვლება...
ერთ-ერთი წარმატება ისიც არის, რომ პორტუგალიასთან ვითამაშეთ, ესპანეთთან ვითამაშებთ. ძალიან მაგრად შეგვიძლია გუნდური მუშაობა და გამოგვდის. თავდადების გარდა მე აღმაფრთოვანებს ამ ბიჭების კეთილშობილება. მე რომელი ფეხბურთის გამრჩევი ვარ, რომ ბრიფინგებს ვუყურებ, მაგრამ ეს არის კეთილშობილი ხალხი. ბოღმით კი არ თამაშობენ, არამედ პატივისცემით. სიამოვნებას იღებენ და მადლიერებით თამაშობენ. ეს არის ძალიან მაგარი", - ამბობს ანა დოლიძე.
ცნობისთვის, პარტია "ხალხისთვის" ლიდერმა, ანა დოლიძემ პირობა დადო, რომ პორტუგალიასთან მოგებისა და მერვედ ფინალში გასვლის შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს ჩაეხუტებოდა.