პატარა ქვეყანამ მთელი მსოფლიო ავალაპარაკეთ, ჩვენმა ბიჭებმა ტრიუმფალური არკა გააღეს - გია ბუღაძე

28.06.24 23:46
პატარა ქვეყანამ მთელი მსოფლიო ავალაპარაკეთ, ჩვენმა ბიჭებმა ტრიუმფალური არკა გააღეს - გია ბუღაძე

"პატარა ქვეყანამ მთელი მსოფლიო ავალაპარაკეთ. ჩვენმა ბიჭებმა ტრიუმფალური არკა გააღეს" - ამის შესახებ კომენტარი გია ბუღაძემ "დღის ამბების" ეთერში გააკეთა.

მხატვრის თქმით, ფეხბურთი არა მხოლოდ სპორტი, არამედ საზოგადოების გამაერთიანებელი მოვლენაა, რომელსაც განვითარებადი ქვეყნების საერთაშორისო ასპარეზზე წინ წამოწევა შეუძლია.

ჩემთვის ფეხბურთი არა მარტო სპორტია, არამედ პოლიტიკაზე მაღლა დგას და ადამიანთა ურთიერთობის, სოციალური ურთიერთობის, ყველაფრის გამაერთიანებელი მოვლენაა. სპორტი საშველია ისეთი ქვეყნებისთვის, რომელიც თითქოსდა მეორადია. ჩვენთვის ფეხბურთი არ არის მხოლოდ სპორტი, ფიზიკური მოქმედებები, ეს არის მენტალური მდგომარეობა. ჩვენ, პატარა ქვეყანამ თურქეთთან თამაშის შემდეგ მთელი მსოფლიო ავალაპარაკეთ. მივხვდი, რომ ჩვენ ვართ იქ, სადაც უნდა ვიყოთ. ევროპის კარი გაიღო. ამ ბიჭებმა გააღეს ტრიუმფალური არკა. ეს ძველ რომში ნიშნავდა, რომ ყველაზე ამაღლებულ საიდუმლოში, სამყაროში გაიარე. ევროპა ხომ ეს არის. ევროპა პირდაპირი გაგებით ფართო ხედვას ნიშნავს. წარმოუდგენელი რამ მოხდა და ვიცოდი, რომ ჩვენთვის უკვე წარმატება იყო", - ამბობს გია ბუღაძე.