ფეხი არ შემოდგან ეკლესიაში - მეუფე სპირიდონის ჰომოფობიური და ძალადობრივი ქადაგება (ვიდეო)

25.07.21 13:26
ფეხი არ შემოდგან ეკლესიაში - მეუფე სპირიდონის ჰომოფობიური და ძალადობრივი ქადაგება (ვიდეო)

სინოდის წევრის მორიგი მუქარა და ჰომოფობიური მოწოდება - სხალთელი ეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონი 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებს გამოეხმაურა და საელჩოები გააკრიტიკა.სპირიდონი  მოუწოდებს მრევლს, არ შეუშვან ტაძრებში სექსუალური უმცირესობები და მათი მხარდამჭერები.

წააქეზეს, ამერიკის, ინგლისის, გერმანიის, საფრანგეთის და ა.შ. საელჩოებმა და ეს 15 პარტია ეშმაკზე მიყიდული და იცით რა მოხდა, ქართველებს დააბრალეს მოძალადეები ხართო.მურვან ყრუს არ უკადრებია ეგეთი რამე, ჯალალედინს და აღა-მაჰმად ხანს, რასაც ეს ბინძური ევროპა და ელჩები კადრულობს. არ იქნება თქვენი საშველი სანამ არ გაიწმინდება ამ სიბინძურისგან საქართველო და თქვენც მიყვებით თუ ჭკუას არ მოუხმობთ, ეს არის რეალობა ეს არის საღვთო წესრიგი. 

ის ხალხი, ვინც ამას მეორე ყურში გაატარებს, რაც თამარ მეფეს და ჩვენ სიწმინდეებს მიაყენეს შეურაცხყოფა, ის ხალხი არამარტო უზიარებლობით უნდა დაისაჯოს, ეკლესიაში შემოსვლა არ შეიძლება იმათი, ფეხი არ შეიძლება შემოდგან იმათ ეკლესიაში", - ამბობს მეუფე სპირიდონი.