პოლონეთში ქართველი მამაკაცი დააკავეს

29.06.24 10:15
პოლონეთში ქართველი მამაკაცი დააკავეს

პოლონეთში ქართველი მამაკაცი დააკავეს. ეჭვიტანილს სიგარეტისა და სანთებელის მოპარვას ედავებიან. ირკვევა, რომ 44 წლის საქართველოს მოქალაქემ  ღამით მაღაზიის მინები ჩაამსხვრია,  შენობაში შეიჭრა და მხოლოდ თამბაქო მოიპარა. დაკავებული ამბობს, რომ სიგარეტი მოხლოდ იმის გამო მოიპარა, რომ ფული თან არ ჰქონდა. მას ახლა 10 წლიანი პატიმრობა ემუქრება.