ბაღის პედაგოგს აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მშობლები ძალადობაში ადანაშაულებენ

29.06.24 11:25
ბაღის პედაგოგს აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მშობლები ძალადობაში ადანაშაულებენ

 

ქუთაისში, ნომერ მეოთხე ბაგა ბაღის პედაგოგს ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებენ. აუტისტური სპექტრის მქონე, მოზარდის ოჯახი ამტკიცებს, რომ აღმზრდელმა მოზარდი სასტიკად სცემა და ტირილამდე მიიყვანა. 

ოჯახის მტკიცებით, ბავშვის განწირული ხმა მათ სახლიდან გაიგეს, ადგილზეე ჩასულებს კი უმტკიცებდნენ, რომ მოზარდს ტემპერატურა ჰქონდა. საქმეზე ახლა გამოძიებაა დაწყებული.  ჩანიშნულია ექსპერტიზაც. 

"აქ იყო ჩემი დედამთილი, როდესაც მოესმა ტირილი. სახლში ვიყავი, რომ დამიძახა. რომ მივედი, დამხვდა ასეთი სურათი, ბავშვი ეჭირა უკვე ძიძას ხელში და ამჭვიდებდა. ბავშვი ისევ ტიროდა. რომ ვკითხე, რატომ ტირისთქო, იმ წამსვე უარყო, არ ტირისო. სიცხე აქვს ბავშვსო, გავხადე და ბავშვს ტანზე ჰქონდა გაკაწრულები და ზურგზე აქვს ხელიდ ანარტყამი. ჩანს, რომ დიდი ადამიანის ხელია. ბავში თვითონ ვერ საუბროსბდ ა ვერაფერს ვერ მეუბნება", - ამბობს მშობელი. 

ბაღის ხელმძღვანელობა მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. მათი თქმით, გამოძების და ექსპერტიზის დასრულებამდე ვერაფერს იტყვიან.