საქართველოდან ფეხბურთის გულშემატკივრებით სავსე პირველი თვითმფრინავი აფრინდა (ვიდეო)
საქართველოდან ფეხბურთის გულშემატკივრებით სავსე პირველი თვითმფრინავი აფრინდა (ვიდეო)
ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ მატზე ქართველ ფეხბურთელებს 10 ათასი გულშემატკივარი გაამხნევებს. კიოლნის საფეხბურთო არენა სასწაულის მომდლოდინე ქართველებით უნდა გადაივსოს.
ისტორიული თამაშის დაწყებამდე ზუსტად 36 საათი რჩება. ჯვაროსნები ესპანური ფორიაროხას წინააარმდეგ. რევანშისტური თამაშის დასაწყებად მზად არის ყველაფერი - საქართველო ფორმაშია, ნაკრები მოწოდების სიმაღლეზე, გულშემატკივრები სიამაყის გრძნობით აღსავსე.