"ქედს ვიხრი ამ ბიჭების წინაშე" - თამრიკო ჭოხონელიძე ქართველ ფეხბურთელებზე
"ქედს ვიხრი ჩვენი ბიჭების წინაშე" - ამის შესახებ კომენტარი თამრიკო ჭოხონელიძემ "პირველებთან" გააკეთა და განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა გუნდურობის და ერთობის მტკიცე მაგალითი აჩვენეს.
მომღერლის თქმით, ქართველმა სპორტსმენებმა მიღწეული წარმატებით ნაწილებად დაშლილი ერი გააერთიანა და საზოგადოებას უსაზღვრო ბედნიერება მიანიჭა.
ამ ბიჭებმა მხოლოდ ფეხბურთის კლასი არ აჩვენეს და მხოლოდ ფეხბურთით არ გაიმარჯვეს. მათ გააერთიანეს ჩვენი ერი, რომელსაც ძალიან უჭირდა. დღეს ძალიან გაერთიანებულები ვართ და ამისთვის ქედს ვიხრი ამ ბიჭების წინაშე, რადგან მათ თავად აჩვენეს გუნდურობის, ერთობის მაგალითი. მე იმედი მაქვს, რომ ამ ბიჭების სახით, რაც მათ გვაჩვენეს, ჩვენი ერი გაიმარჯვებს, საქართველო გაიმარჯვებს", - ამბობს თამრიკო ჭოხონელიძე.
ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ მატზე ქართველ ფეხბურთელებს 10 ათასი გულშემატკივარი გაამხნევებს. კიოლნის საფეხბურთო არენა სასწაულის მომდლოდინე ქართველებით უნდა გადაივსოს.
ისტორიული თამაშის დაწყებამდე ერთი დღე რჩება. ჯვაროსნები ესპანური ფორიაროხას წინაააღმდეგ. რევანშისტური თამაშის დასაწყებად მზად არის ყველაფერი - საქართველო ფორმაშია, ნაკრები მოწოდების სიმაღლეზე, გულშემატკივრები სიამაყის გრძნობით აღსავსე.