რუსები დონეცკის ოლქის დასახლებას თავს დაესხნენ - დაღუპულია 4 ადამიანი

29.06.24 14:31
რუსები დონეცკის ოლქის დასახლებას თავს დაესხნენ - დაღუპულია 4 ადამიანი

რუსმა საოკუპაციო ძალებმა საჰაერო იერიში დონეცკის ოლქის აღმოსავლეთით მდებარე საცხოვრებელ უბანზე მიიტანეს - დაბომბვის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა.

ოლქის გუბერნატორის, ვადიმ ფალაშკინის ცნობით, მსხვერპლის უმეტესობა ნიუ-იორკის დასახლებაში იყო, რომელიც ფრონტის ხაზთან მდებარეობს.