მეც მომფერებია მასწავლებელი - გაუპატიურებაში ბრალდებული მასწავლებლის ადვოკატი

25.07.21 15:08
მეც მომფერებია მასწავლებელი  - გაუპატიურებაში ბრალდებული მასწავლებლის ადვოკატი

"უამრავ პედაგოგს აუწევია ჩემთვის ყური და ალერსიანი მოფერებაც ყოფილა", - ასე ამართლებს მასწავლებლის მიერ მოსწავლის მიმართ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულს ადვოკატი.

ადვოკატი ამბობს, რომ მასწავლებლის ალერსი გარყვნილ ქმედებას არ ნიშნავს. 

"უამრავ პედაგოგს აუწევია ჩემთვის ყური და ალერსიანი მოფერებაც ყოფილა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ გარყვნილ ქმედებასი დავდოთ ბრალი, პედაგოგმა კიდეც უნდა დაუყვავოს და კდიეც უნდა დასაჯოს", - ამბობს ადვოკატი.

 შეგახსენებთ, რომ სექსუალურ ძალადობაში ჩოხატაურის სკოლის 64 წლის პედაგოგს ადანაშაულებენ.პროკურატურამ ბრალი გადააკვალიფიცირა და მასწავლებელს, 138-ე მუხლის ნაცვლად,  ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით წაუყენა, რაც იძულებას გულისხმობს.

როგორც ცნობილია, მოსწავლის მიმართ ჩადენილი დანაშაულის  ფაქტის შესახებ იცოდნენ  სკოლის ადმინისტრაციაში და რესურსცენტრშიც, თუმცა პოლიციას არ შეატყობინეს.