ვპირდები საქართველოს, რომ ხელისუფლების შეცვლისთანავე ბავშვებისთვის სპორტული სექციები უფასო გახდება - ნათელაშვილი

29.06.24 15:33
ვპირდები საქართველოს, რომ ხელისუფლების შეცვლისთანავე ბავშვებისთვის სპორტული სექციები უფასო გახდება - ნათელაშვილი

პირველი ლეიბორისტი, შალვა ნათელაშვილი ბრიფინგიდან სრულიად საქართველოს პირდება, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ბავშვებისთვის სპორტული სექციები როგორც რეგიონებში, ასევე თბილისშიც უფასო გახდება.

"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი წარმატებებს უსურვებს ქართველ ფეხბურთელებს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაშში და აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორია დაწერა.

დღეს ერის ფიქრები მიმართულია ჩვენი ოქროს ბიჭებისკენ. მინდა გამარჯვება ვუსურვო ხვალინდელ ისტორიულ მატჩში საქართველოს ვარსკვლავთა ნაკრებს ესპანეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. მათ უკვე ჩაწერეს ოქროს ფურცლები ქართული და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში. განადიდეს და ასახელეს სახელი საქართველოისა. ხვალ უფრო დიდი ვარსკვლავები გამოგვიზრდებიან და ამის დასტურია ეს მართლაც საამაყო გუნდი, რომელმაც გაჭრა მსოფლიო საფეხბურთო სივრცეები საქართველოს სახელით. ასეთ ქვეყანაში, სადაც ამდენი ტალანტია, სპორტული სექციები ბავშვებისთვის ფასიანია.

მე ვპირდები ახალგაზრდობას, სრულიად საქართველოს, ხელისუფლების შეცვლისთანავე, რაც ძალიან მალე მოხდება, საქართველოს ყველა სოფელში, ქალაქში, სკოლაში, სპორტული სექციები იქნება უფასო ბავშვებისთვის, რათა გამოგვეზარდოს ახალი კვარები, ბუდუები, ლოჩოშვილები", - ამბობს ნათელაშვილი.

ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ მატზე ქართველ ფეხბურთელებს 10 ათასი გულშემატკივარი გაამხნევებს. კიოლნის საფეხბურთო არენა სასწაულის მომდლოდინე ქართველებით უნდა გადაივსოს.

ისტორიული თამაშის დაწყებამდე ერთი დღე რჩება. ჯვაროსნები ესპანური ფორიაროხას წინაააღმდეგ. რევანშისტური თამაშის დასაწყებად მზად არის ყველაფერი -  საქართველო ფორმაშია, ნაკრები მოწოდების სიმაღლეზე, გულშემატკივრები სიამაყის გრძნობით აღსავსე.