მეტროში საბურთალოს ხაზზე შეფერხებაა
მეტროში საბურთალოს ხაზზე შეფერხებაა. მატარებელი ტექნიკური ხარვების გამოა გაჩერებული.
მათი ცნობით, სამედიცინო-ტექნიკური უნივერსიტეტის მონაკვეთზე ტექნიკური ხარვეზია, რის გამოც, მეორე ხაზის ყველა სადგურზე მგზავრების მიღება შეწყდა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ადგილზე უკვე გასულია შესაბამისი ჯგუფი და მოძრაობა, სავარაუდოდ, მალე აღდგება.