"გამკოჭეს და ფიზიკურად გამისწორდნენ" - იორმუღალოში 35 წლის კაცი თანასოფლელებმა სცემეს
35 წლის კაცი თანასოფლელებს ღირსების შემლახავ და არაადამიაუნურ მოპყრობაში ადანაშაულებს. სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი ამტკიცებს, რომ ის 10-მდე კაცმა გაკოჭა და ფიზიკურად გაუსწორდა. შემთხვევა იორმუღალოში მოხდა. შემთხვევის ამსახველი ფაქტი თავდაპირველად სოცქსელით გავრცელდა.
ირკვევა, რომ ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი სახლიდან მობილურზე გაგზავნილი შეტყობინების დამხარებით გაიტყუეს, რომ თითქოს მეზობელ ქალს დახმარება სჭირდებოდა. ანგარიშსწორებაც ამის შემდეგ დაიწყო. ადგილზე მისულ მამაკაცს სავარაუდო მოძალადეთა ჯგუფი დახვდა.
შეცდომა დავუშვი, რომ წამოვეგე მათ დაგეგმილ პროვოკაციას და მივედი იმ მისამართზე, სადაც დამიბარეს. მესიჯი მომივიდა ქალისგან, ვიფიქრე, დახმარება სჭირდებოდა და მივედი ადგილზე. დამხვდა ათამდე პირი, მათგან 5 ვიცნობ. შემბოჭეს და გამისწორდნენ ფიზიკურად. ხელის განძრევის საშუალებაც არ მომცეს. ენით აღუწერელი შეურაცხყოფა მომაყენეს, თუმცა ეს ყევლაფერი არ ასახეს ვიდეოზე. ყველას ვპირდები, რომ შურს ვიძიებ ამ ყველაფრის გამო, - ამბობს ქამალ ახმედოღლი.
მსხვერპლის და ამბობს, რომ მისი ძმა წარმატებული ბიზნესმენია და მასზე ანგარიშსწორებაც სწორედ ამ ფაქტს ემსახურება.
არ ვიცი ვინ არიან ეს ადამიანები, ვიცი, რომ სამი დააკავეს, ჩემმა ძმამ უკეთ იცის. მე ვიცი, რომ პროვოკაცია მოუწყვეს ჩემს ძმას და მოექცნენ ძალიან ცუდად. წარმატებული ბიზნესმენია ჩემი ძმა, აშენებს მაღაზიებს და აქვს თავისი ბიზნესი აქ. ეს არ მოსწონთ და ცდილობენ, რომ მორალურად გატეხონ. ამ ყველაფერს ემსახურება ის, რაც ხდება ახლა და ამ ვიეოების გავრცელებაც, - ამბობს მსხვერპლის და.
35 წლის კაცზე ანგარიშსწორების ბრალდებით დაკავებულები არიან ძმები ქაზიმოვები, რომლის ოჯახის წევრებიც ამტკიცებენ, რომ დაზარალებული კაცი მათ საცხოვრებელ სახლში თავად შეიჭრა. მათი თქმით, ახმედოღლი მათ ბინაში ღამის ორ საათზე მივიდა, ჩაკეტილი კარი გააღო და ფანჯრიდან მათ რძალთან შესვლას ცდილობდა.
საქმეზე გამოძიებაა დაწყებული, ხელბორკილები კი სამ ადამიანს აქვს დადებული. მათ საქმეზე თელავის რაიონულ სასამართლომ დღეს უნდა იმსჯელოს.