ახალ გზაზე მოძრაობა სამი თვით იკრძალება - ოპოზიცია სავარაუდო კორუფციაზე და ნეპოტიზმზე საუბრობს

30.06.24 11:58
ახალ გზაზე მოძრაობა სამი თვით იკრძალება - ოპოზიცია სავარაუდო კორუფციაზე და ნეპოტიზმზე საუბრობს

ახალ გზაზე მოძრაობა სამი თვით იკრძალება. დაუსრულებელი საცობებისა და ისედაც გადატვირთული მოძრაობის პირობებში, მერიამ გადაწყვიტა, თამარაშვილის გამზირსა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთაზე პანდუსები მოაწყოს.

ამ საქმეში ყურადღებას იპყრობს სამუშაოების შემსრულებელი კომპანია და ხელმძღვანალი პირი. კორუფციის მკვლევარებმა მოიპოვეს დოკუმენტები, რომლითაც დგინდება, რომ ორ მილიონამდე ლარის ღირებულიბების ტენდერი ქართულ ოცნებასთან დააახლოებულ ბიზნესმენს და სავარაუდოდ, ერთი-ერთი რუსული კანონის მიმღები დეპუტატის ოჯახის ნათესავს აქვს ჩაბარებული. საუბარია ბექა ოდიშარიას ქვისლზე, მერაბ გოგსაძეზე, რომელსაც პანდუსების მოსაწობად 90 დღე მიეცა.  

"ევროპული საქართველოს" წევრი ბესიკ დონაძე ამბობს, რომ თუ პროექტი დათქმულ ვადებში ვერ დასრულდა, ეს საავტომობილო კოლაფსს გამოიწვევს. 

ნათესაური კავშირები, რა თქმა უნდა, მიანიშნებს, სავარაუდო კორუფციაზე. ამ პროექტსაც ახორციელებს „სმარტ სოლუშენი“, ბექა ოდიშარიას ქვისლის კომპანია. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი დასრულდეს ვადებში, რაც კალაძეს არ ეხერხება არასდროს, იმიტომ, რომ არ არსებობს არცერთი პროექტი თბილისში, რომელიც დასრულდა დათქმულ ვადებში და დასრულდა ხარისხიანად. საავტომობილო კვანძი არის ძალიან მნიშვნელოვანი ანუ მისი დაკეტვის ან ვადებში გახანგრძლიების შემთხვევაში, თბილისში იქნება კატასტროფული კოლაფსი  საოცბის კუთხით, - ამბობს ბესიკ დონაძე

ნეპოტიზმზე საუბრობს ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძეც. 

მათ თბილისის ბიუჯეტი ჰგონიათ საკუთარი პარტიული და პირადი ბიუჯეტი და როგორც წესი, ეს მრავალმილიონიანი კონტრაქტები ფორმდება ხოლმე ნეპოტიზმით. უფორმებენ მათ მეგობრებს, დაქალებს, ძმაკაცებს, სიდედრებს, სიმამრებს, ქვისლებს, სიძეებს და ამ შემთხვევაშიც გაფორმებულია ეს კონტრაქტი კვლავ და კვლავ ბექა ოდიშარიას ქვისლის კომპანიასთან. ეს არის ბექა ოდიშარიას ის ქვისლი, რომელმაც თბილისს 50 ათას ლარიანი ნაგვის ურნები ჩამოუტანა, - ამბობს ირაკლი ნადირაძე.  

შეგახსენებთ, რომ სამუშაოები ახალ გზაზე 15 ივლისს დაიწყება.