პროტესტი სოფელ ზოდში - მოსახლეობა მანგანუმის მოპოვებითი სამუშაოების შეჩერებას მოითხოვს
საპროტესტო აქცია იყო ცოტა ხნის წინ სოფელ ზოდში. ხალხი მანგანუმის მოპოვებითი სამუშაოების შეჩერებას მოითხოვს. ადგილობრივების თქმით, ჯორჯიან მანგანეზის სამუშაოების გამო საცხოვრებელი მიწას ნაპრალები გაუჩნდა, მეწყრული პროცესები დაჩქარდა და სახლები დაიბზარა, ზოგიერთ ადგილას დაზიანებული საავტომობილო გზაც.
გაუქმდეს ყველა კონტური, რაც გაიცა ჯორჯიან მანგანეზის მიერ ყოვლად კანონის დარღვევით და გაავარჩინოთ ჩვენი სოფელი განადგურებას. აქ ხალხი შეკრებულია, ეს აქცია აუცილებლად გადამისამართდება ჭიათურაში და ავალთ სანატორიუმში, სადაც არის ჯორჯიან მანგანეზის ხელმძღვანელობა და გავაგებინებთ იქ ჩვენს სათქმელს, - ამბობს აქციის მონაწილე.