მკვლელობა ზუგდიდში - ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

25.07.21 20:17
მკვლელობა ზუგდიდში -  ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდში, 65 წლამდე მამაკაცის მკვლელობისა და მისი შვილის დაჭრის ბრალდებით დაკავებულ ზაურ კვიკვინიას აღმკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბრალდებული თავს ნაწილობრივ მიიჩნევს დამნაშავედ და ამბობს, რომ ის აუცილებელი მოგერიების პრინციპით მოქმედებდა.

შეგახსენებთ, რომ ზაურ კვიკვინია მამა-შვილ ლაგვილავებს თავს 23 ივლისს დაესხა, 65 წლის გრამიტონ ლაგვილავას ჯერ ავტომობილი დააჯახა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. კვიკვინიამ ცეცხლი გაუხსნა მის შვილს,  ნუკრი ლაგვილავასაც, რომელიც ინცინდენტისას მამას თან ახლდა.

ბრალდებულს 16 წლიდან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.