დღეიდან საქართველოს მოქალაქეებს ბულგარეთში შესვლა აეკრძალათ

26.07.21 10:05
დღეიდან საქართველოს მოქალაქეებს ბულგარეთში შესვლა აეკრძალათ

დღეიდან საქართველოს მოქალაქეები ბულგარეთის ტერიტორიაზე ვერ შევლენ. ამის მიზეზი საქართველოში გაუარესებული ეპიდსიტუაციაა. ინფორმაციას ბულგარეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს:

ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრის 2021 წლის 24 ივლისის ბრძანების თანახმად, 26 ივლისიდან საქართველოს მოქალაქეები ვერ შეძლებენ ბულგარეთის ტერიტორიაზე შემოსვლას.

ბრძანება არ ეხება საქართველოდან მომავალ ბულგარეთის მოქალაქეებს, რეზიდენტებს და მათი ოჯახის წევრებს, რომელთაც ქვეყანაში შემოსასვლელად აუცილებლად უნდა წარადგინონ ბოლო 72 საათში გაკეთებული უარყოფითი PCR ტესტის პასუხი, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა ჩატარებული ვაქცინაციის სრული კურსი", -  წერია საელჩოს განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები