მადლობა ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი გამოსვლისთვის - აშშ-ს საელჩო

01.07.24 10:23
მადლობა ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი გამოსვლისთვის - აშშ-ს საელჩო

საქართველოში ამერიკის საელჩო ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს მადლობას უხდის. დიპლომატიური უწყება ქართველ ფეხბურთელებს მომავალში წარმატებებს უსურვებს. 

"ჩვენ ვუერთდებით ყველა ქართველ გულშემატკივარს და ვუხდით მადლობას ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი გამოსვლისთვის. რა ამაღელვებელი თამაში და ისტორიული გზაა. გისურვებთ კიდევ მრავალ წარმატებას მომავალში", - წერს საელჩო. 

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები კიოლნის სტადიონზე ესპანეთს დაუპირისპირდა. საქართველოს ნაკრები “ფურია როხასთან” 4:1 დამარცხდა.