გვეამაყება საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული დებიუტი UEFA EURO 2024-ზე! - EU-ს წარმომადგენლობა
EU-ს წარმომადგენლობა საქართველოში წერს, რომ ქართველი ფეხბურთელებით ამაყობს. უწყება წერს, რომ ეროვნულმა ნაკრებმა საქართველოს ღირსება და სიხარული მოუტანეს.
გვეამაყება საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული დებიუტი UEFA EURO 2024-ზე! თქვენ მოუტანეთ სიხარული და ღირსება საქართველოს და დაიპყარით მილიონობით გულშემატკივართა გულები მთელ მსოფლიოში. გმადლობთ შესანიშნავი ასპარეზისთვის, - წერს წარმომადგენლობა.
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები კიოლნის სტადიონზე ესპანეთს დაუპირისპირდა. საქართველოს ნაკრები “ფურია როხასთან” 4:1 დამარცხდა.