პოლიციამ ნახევარ კგ-მდე ჰეროინი ამოიღო

პოლიციამ ნახევარ კგ-მდე ჰეროინი ამოიღო. ფაქტზე დაკავებულია 1978 წელს დაბადებული პირი.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნახევარ კილომდე ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი" ამოიღეს.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.დანაშაული 8-20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.