ქალი, რომელმაც აეროპორტში რუსული კანონის მომხრე დეპუტატის მიმართ პროტესტი გამოხატა, სასამართლომ დააჯარიმა
ახალგაზრდა ქალი, რომელმაც აეროპორტში რუსული კანონის მომხრე დეპუტატის მიმართ პროტესტი გამოხარა, სასამართლომ დააჯარიმა. მარიამ წიწიკაშვილს ჯარიმის თანხად მოსამართლემ 700 ლარი განუსაზღვრა. პროცესს ესწრებოდა წვრილმან ხულიგნობაში მხილებული ქალიც. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას წიწიკაშვილი სააპელაციოში გაასაჩივრებს.
ვიქტორ ჯაფარიძის შეუარაცხყოფისთვის დაჯარიმებული ქალი აცხადებს, რომ ბრძოლას პრორუსული ხელისუფლების წინააღმდეგ არ შეწყვეტს. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლება ცდილობს სხვა ადამიანებიც გააჩუმოს.
სურდათ შეექმნათ პრეცედენტი იმისიც, რომ ადამიანები, მოქალაქეები, რომლებიც დეპუტატების პირისპირ სიმართლეს აცხადებენ, მიუთითებენ მათ, რომ მათ მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ საქართველოს დემოკრატიას და ევროპულ მომავალს ძირი გამოუთხარა, ასეთი ადამიანები დააშინონ, რათა სხვა მოქალაქეებმა ვეღარ გაბედონ მსგავსად მითითება პარლამენტარებისთვის და ალბათ ეს ყველაფერი არის, მათ შორის, ბატონი ვიქტორ ჯაფარიძის გადაწყვეტილების შედეგი და მე მინდა მას მივულოცო. ბატონ ვიქტორ, გილოცავთ, 700 ლარით დამაჯარიმეს და რაც მთავარია, სამართალდამრღვევად მცნეს, - ამბობს წიწიკაშვილი.