რუსეთი ქართულ ღვინოს დამატებით საბაჟო გადასახადს უწესებს

01.07.24 17:35
რუსეთი ქართულ ღვინოს დამატებით საბაჟო გადასახადს უწესებს

რუსეთი ქართულ ღვინოს დამატებით საბაჟო გადასახადს უწესებს. სამჯერ იზრდება აქციზის გადასახადი.  ეს ბიზნესისთვის დიდი დარტყმაა, რადგან ქართული ღვინის 65 პროცენტი სწორედ მეზობელ რუსეთში გადის. აქამდე მეღვინეებს ალკოჰოლური სასმელი რუსეთში ნულოვანი ტარიფით შექონდათ. ახლა ყველაფერი იცვლება.

ეკონომიკის ექსპერტები პირდაპირ ამბობენ, რომ ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ რუსეთი არასტაბილური პარტნიორია.

რუსეთი არის ყველაზე არასტაბილური პარტნიორი ეკონომიკურ ნიუანსებში და არა მარტო. ჩვენ გვახსოვს საწვავზე არსებული პრობლემები, გვახსოვს ფქვილზე, სურსათზე და ა.შ. ახლა ღვინი, რომელიც არი მთავარი სავაჭრო რესურსი საქართველოსთვის და სამწუხაროდ, საქართველოსთვის რუსეთი არის მტავარი სავაჭრო პარტნიორი და ეს მეორე გეოპოლიტიკური პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის ერთგვარი ცივი ომის ნაწილი იმ კუთხით, რომ საქართელოს ეკონომიკური რესურსები სრულად არის დამოკიდებული რუსეთზე და ჩვენი ხელისუფლების პრობლემაც სწორედ ამაშია,რ ომ არ ახდენს ბაზრების დივერსიიფიცირებას, - ამბობს ოთარ აბესაძე.

რუსეთის არასტაბილურობაზე საუბრობს ექსპერტი ნიკა შენგელიაც. მისი თქმით, რუსეთი ეკონომიკურ ბერკეტებს პოლიტიკური მიზნებით ხშირად იყენებს.  

ჩვენ არაერთხელ ვნახეთ რომ რუსეტთან ეკონომიკური ურთიერთობა არსტაბილურია. ის ხშირად იყენებს პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ეკონომიკურ ბერკეტებს. ვნახეთ ეს საწვავზე, ვნახეთ ეს გარკვეული პროდუქციის აკრძალვებზეს, ხორბალზე გადასახადები ექსპორტზე გაგვიზარდეს. რა თქმა უნდა, რისკის შემცველია ეს, - ამბობს ნიკა შენგელია.