ახალგაზრდა, რომელმაც აქციაზე პარლამენტის სათვალთვალო კამერა დააზიანა, მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა
ახალგაზრდა, რომელმაც ანტირუსულ დემონსტრაციაზე პარლამენტის სათვალთვალო კამერა დააზიანა, მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. ადვოკატი გირაოსს ითხოვდა, მაგრამ შოთა თუთბერიძის შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. მოსამართლემ დაინახა საშიშროება, რომ რუსული კანონის მოწინააღმდეგე მამაკაცი ქვეყანას დატოვებდა, რაზეც ადვოკატი შეეწინააღმდეგა. იურისტმა თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მზად იყო, საგამაოძიებო უწყებებისთვის პასპორტი ჩაებარებინა.
შოთა თუთბერიძე პირადპირ ამბობს, რომ ამ განაჩენების მიზანი ადამიანების დასჯაა და არა აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევა.
ამ სამართალდაწარმოებას არავითარ კავშირი არ აქვს მართლმსაჯულებასთან. მას ედავებიან დაკვრვების კამერის დაზიანებას და სულ ეს არის მისი დანაშაული. განსაკუთრებით გამაოგნებელია არა ის, რომ მას ედავებიან რაიმე კანონდარღვევას, არამედ ის, რომ ამ სავარაუდო დანაშაულისთვის უკვე მესამე თვეა ბრალდებული იმყოფება პატიმრობაში. ყველა დაკავებულს პატიმრობას ვადა გაუგრძელდა. ცხადია, ეს არის ნათელი მაგალითი იმის, რომ ამ აღკვეთის ღონისძიების მიზანი არის ადამიანების დასჯა და არა აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევა, - ამბობს შოთა თუთბერიძე.
დღეს კიდევ ერთი აქტივისტის პროცესი გაიმართა. მოსამართლე ირაკლი ჩიკაშუამ ბრალდებული არ დააჯარიმა და პატიმრობიდან ხელწერილის საფუძველზე გამოუშვა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ვერდიქტები მოქმედ სასამართლოში იშვიათია.