მომდევნო თვის განმავლობაში პენსიის აღება გაუქმებული ლამინირებული პირადობის მოწმობითაც იქნება შესაძლებელი

01.07.24 18:39
მომდევნო თვის განმავლობაში პენსიის აღება გაუქმებული ლამინირებული პირადობის მოწმობითაც იქნება შესაძლებელი

ლამინირებული პირადობის მოწმობების გაუქმების მიუხედავად, ერთი თვის განმავლობაში ბენეფიციარები პენსიისა და სხვა სოციალური შემწეობის აღებას შეძლებენ.

ჯანდაცვის მინისტრის, მიხელ სარჯველაძის თქმით, "ეს წესი დროებითია და ის უსაზღვროდ ვერ გაგრძელდება".

ცნობისთვის, 1 ივლისიდან უვადო ლამინირებული, ე.წ. ქაღალდის პირადობის მოწმობა უქმდება. მისი შეცვლა იუსტიციის სახლებში 15 მარტის შემდეგ უფასოდ იქნება შესაძლებელი.