არასაიმედო პარტნიორის მორიგი "სიურპრიზი" - რუსეთი ქართულ ღვინოზე საბაჟო გადასახადს აწესებს

01.07.24 20:33
არასაიმედო პარტნიორის მორიგი "სიურპრიზი" - რუსეთი  ქართულ ღვინოზე საბაჟო გადასახადს აწესებს

არასაიმედო პარტნიორის მორიგი არასასიამოვნო სიურპრიზი საქართველოს - ქართულ ღვინოზე  აქციზის სამჯერ გაძვირების შემდეგ რუსეთი ახლა უკვე საბაჟო გადასახადს აწესებს. ეს კი ქართული ღვინის მწარმოებლებისთვის განაჩენის ტოლფასია, რადგან ბოლო წლებში ოკუპანტ ქვეყანაში ღვინის ექსპორტი 80 პროცენტამდეა გარზდილი. ანუ   საქართველო, პრაქტიკულად, სრულად  ჩამოკიდებულია რუსულ ბაზარზე.

ეს ხელისუფლებამ წლიდან წლამდე ეტაპობრვად გააკეთა და არცერთხელ არ უცდია ალტერნატიული ბაზრების მოძებნა. როცა რადიკალურად მცირდებოდა სხვა ქვეყნებზე დამოკიდებულება, პარალელურად იზრდებოდა რუსეთში ექსპორტის მაჩვენებელი. "ოცნებამ"  საქართველოზე ზემოქმედების ეკონომიკური ბერკეტი სრულად რუსეთს მისცა და ამით ოკუპანტ ქვეყანას გზა გაუხსნა, ყველა რესურსი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.