"დაწვი ევროკავშირის დროშა" - რადიკალების ახალი კამპანია სოციალურ ქსელში

26.07.21 11:01
"დაწვი ევროკავშირის დროშა" - რადიკალების ახალი კამპანია სოციალურ ქსელში

დაწვი ევროკავშირის დროშა! - რადიკალებმა ქვეყანაში ევროკავშირის  წინაღმდეგ ახალი კამპანია ააგორეს. ხუთი ივლისის სისხლიანი მოვლენების დაუსჯელი ორგანიზატორები სიძულვილის ტირაჟირებას სოციალური ქსელით ეწევიან. ფეისბუქის მომხმარებელები ცეცხლმოკიდებული ევროგაერთიანების დროშის ვიდეომასალას აქვეყნებენ.

რადიკალური ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ მათთვის მიუღებელია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილება, კერძოდ ის ფაქტი, რომ "აიისამ" საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში მოიგო.

ევროკავშირის დროშა პარლამენტის შენობასთან 5 ივლისს ჰომოფობიური და რადიკალური ჯგუფის წევრებმა დემონსტრაციულად ჩამოხიეს და დაწვეს, თუმცა ამ დრომდე არავინ დაუსჯიათ.