როდის ჩამოფრინდება საქართველოს ნაკრების თვითმფრინავი თბილისში?
საქართველოს ნაკრების თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხვალ, 2 ივლისს, 7:30 საათზე ჩამოფრინდება.
ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში "Geo Teams" ავრცელებს.
"საქართველოს ნაკრების თვითმფრინავი თბილისში 2 ივლისს, 7:30 საათზე ჩაფრინდება. დანარჩენი თქვენზეა", - წერს გვერდი.