ერთად ვუთხრათ მადლობა ნაკრებს - 2 ივლისს, 22:00 საათზე, მოქალაქეები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბებიან
"ერთად ვუთხრათ მადლობა ჩვენს საფეხბურთო ნაკრებს" - ხვალ, 2 ივლისს, 22:00 საათზე მოქალაქეები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბებიან და საქართველოს ნაკრების წარმატებას ერთად აღნიშნავენ.
გულშემატკივრები მადლობას გადაუხდიან ქართველ ფეხბურთელებს გაწეული თავდადებისთვის და მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით წამოსულ სპორტსმენებს ერთად შეხვდებიან.
2 ივლისს, 22:00 საათზე ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე.
ერთად შევხვდეთ და ერთად ვუთხრათ მადლობა ჩვენს საფეხბურთო ნაკრებს.
ერთად შევასრულოთ საქართველოს ჰიმნი და ერთად აღვნიშნოთ ქართული საფეხბურთო სასწაული.
21:30 საათზე, საფეხბურთო ნაკრები, მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით მსვლელობას დაიწყებს თავისუფლების მოედნისკენ.
22:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს" - წერს საქართველოს მთავრობა.