2 ივლისს, 21:30 საათზე, ეროვნული ნაკრები მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით მსვლელობას დაიწყებს

01.07.24 22:21
2 ივლისს, 21:30 საათზე, ეროვნული ნაკრები მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით მსვლელობას დაიწყებს

2 ივლისს, 21:30 საათზე, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობას დაიწყებს.

ნაკრების ცნობით, ავტობუსი ჭავჭავაძის, მელიქიშვილისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით იმოძრავებს და საბოლოო დანიშნულების ადგილი თავისუფლების მოედანი იქნება.

საქართველოს ეროვნული ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში 2 ივლისს ბრუნდება. 

2 ივლისს, 21:30 საათზე, ეროვნული გუნდის ავტობუსის მსვლელობა დაიწყება. ავტობუსი იმოძრავებს ჭავჭავაძის, მელიქიშვილის და რუსთაველის გამზირის მიმართულებით, საბოლოო დანიშნულების ადგილი კი თავისუფლების მოედანი იქნება.

ეროვნული გუნდის წევრებთან შეხვედრის ცერემონია თავისუფლების მოედანზე 22:00 საათზე დაიწყება.