სავსე ვარ ჩვენი ნაკრების მიმართ მადლიერების განცდით, მათ სიამაყით, რწმენით და სიყვარულით აგვავსეს - ეკა დემეტრაძე

02.07.24 10:43
სავსე ვარ ჩვენი ნაკრების მიმართ მადლიერების განცდით, მათ სიამაყით, რწმენით და სიყვარულით აგვავსეს - ეკა დემეტრაძე

ისინი ჩვენთვის არიან ყველაზე დიდი ჩემპიონები და ასე იქნება სულ, მადლობა მათ - მსახიობი ეკა დემეტრაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს აეროპორტთან სხვა უამრავ გულშემატკივართან ერთად დახვდა.

დემეტრაძემ "პირველებს" უთხრა, რომ ფეხბურთელებმა რწმენის დაბრუნება მოახერხეს და საქართველო გააერთიანეს.

სულ იმას ვამბობ, რომ სავსე ვარ ჩვენი ნაკრების მიმართ მადლიერებს განცდით, იმიტომ, რომ ამ დღეების განმავლობაში რაც მათ სიამაყით, რწმენით და სიყვარულით აგვავსეს, ამაზე უფრო ძირფასი და მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის არაფერი არ არსებობს. ისინი ჩვენთვის არიან ყველაზე დიდი ჩემპიონები და ასე იქნება სულ და მადლობა მათ", - ამბობს ეკატერინე დემეტრაძე. 

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თბილისში დაბრუნდა. „ჯვაროსნები“, გუნდი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ეფექტური გამოსვლით მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, გერმანიიდან საქართველოში 2 ივლისს, დილის 9:15 საათზე ჩამოფრინდა.

ნაკრებს აეროპორტში უამრავი ქომაგი დახვდა და სწორედ იმ შეძახილებით შეეგება, რომლითაც ევრო 2024-ის პირველი დღიდან ამხნევებდა.

ეროვნული გუნდის წევრებთან შეხვედრის ცერემონია თავისუფლების მოედანზე 22:00 საათზე დაიწყება.

 საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი დააფიქსირა და მერვედფინალში გავიდა.  ევროპის საუკეთესო 16 გუნდს შორის ადგილი ჩვენმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე წარმატებული ასპარეზობით მოიპოვა. ევრო 2024-ზე თურქეთთან სადებიუტო შეხვედრაში მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთთან შეხვედრა ფრედ დაასრულა, ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში კი ვილი სანიოლის გუნდმა ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი პორტუგალია დაამარცხა და 1/8-ფინალის თამაშის უფლება მოიპოვა.