რუსეთთან ვაჭრობის გამო უკრაინა ქართველი მეღვინეების დასანქცირებას გეგმავს

02.07.24 11:42
რუსეთთან ვაჭრობის გამო უკრაინა ქართველი მეღვინეების დასანქცირებას გეგმავს

უკრაინა ქართველი და სომეხი მეღვინეების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გეგმავს. საუბარია კომპანიების მფლობელებზე, რომლებიც ღვინოს რუსეთში ყიდიან. ინფორმაციას უკრაინული გამოცემა Економічна правда ავრცელებს.

დასანქცირების შემთხვევაში, კომპანიებს სავაჭრო ოპერაციები 10 წლით აეკრძალება, მათი ლიცენზიები ანულირდება, აქტივები კი დაიბლოკება.

"გათვალისწინებული ზომები იქნება საკმარისი იმისათვის, რომ უკრაინულ საცალო ქსელებში არ შეიტანონ პროდუქცია სანქციების სიაში მყოფი საწარმოებიდან და გაყიდონ. თუ სანქციების საკითხების ჯგუფი გადაწყვეტილებას მიიღებს, საბაჟო ამ პროდუქციას ქვეყანაში არ დაუშვებს", - განაცხადა გამოცემასთან Укрвинпром-ის გენერალურმა დირექტორმა, ვოლოდიმირ კუჩარენკომ.

კორპორაციის მიმართვაში საუბარია, რომ ქართული საწარმოების აქციონერთა ნაწილი რუსეთის ხელისუფლებისადმი მეგობრული პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნების" წევრია. ისინი გულისხმობენ ზურაბ ჩხაიძეს (კახური ტრადიციული მეღვინეობის ჯგუფი), ვახტანგ კარიჭაშვილს (Bolero & Co), ზაალ დუგლაძეს, ზაზა კიკაბიძეს (Georgian Wine Ltd), ნანა მენაბდიშვილი (წინანდლის ძველი მარანი).