წყარო: გორში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს
ჩხუბი და სისხლიანი დაპირისპირება გორში - ვიან ღამით, კომბინატის დასახლებაში 40 წლამდე კაცს ბლაგვი საგანნი ჩაარტყეს. მას დაზიანებები თვალისა და მხრის არეში აღენიშნება. ადგილობრივები ამბობენ, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცველები მუშაობენ.
"პირველების" ინფორმაციით, შსს-ს დაკავებული არ ჰყავს, კაცი კი გორში ქუთაისიდან სტუმრად იყო ჩამოსული.
დაჭრის ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ - მათი თქმით, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით არის დაწყებული.
„სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ღამის საათებში შემოიყვანა 40 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელსაც აღენიშნებოდა მარჯვენა მხრის მიდამოში დაზიანებები და ასევე დაზიანება მარცხენა თვალბუდის მიდამოში. მოხდა აღნიშნული დაზიანებების დამუშავება, გაეწია სხვადასხვა პროფილის ექიმის კონსულტაცია, სხვა დაზიანებების გამოსარიცხად ჩაუტარდა მთლიანი სხეულის კომპიუტერული ტომოგრაფია. კვლევების შედეგად, სიცოცხლისთან შეუთავსებელი დაზიანება პაციენტს არ აღენიშნებოდა. შესაბამისი კონსულტანტების კონსულტაციის საფუძველზე, პაციენტმა დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით დატოვა კლინიკა“, - აღნიშნა ჰოსპიტლის გადაუდებელი დახმარების განყოფილების ექიმმა ირაკლი ეზეკელი.