თუკი გელათის რეაბილიტაციის პროექტი გამართულია, არ არსებობს მიზეზი, რომ ის საჯარო არ იყოს - აქტივისტი
აქტივისტი თორნიკე ბარათაშვილი ყველა იმ პრობელმაზე საუბრობს, რომელიც გელათის ტაძრის რეაბილიტაციას უკავშრდება. მისი თქმით, თუკი პროექტი ნამდვილად გამართულია, მაშინ არც მისი გასაჯაროება უნდა იყოს პრობლემა. ბარატაშვილი მიიჩნევს, რომ საინჟინრო საკითხებში სკუპულოზური გადაწყვეტილებები და ფართო ექსპერტიზაა საჭირო.
დღემდე არ ვიცით რა პროექტზეა საუბარი, რომლის მიხედვითაც სამუშაოები უნდა დაიწყოს. ვიცით, რომ ნიკო მოსმა გუმბათის გარეშე გადახურვა დაიწუნა, შესაბამისად, შემდეგი შეთავაზება ჩვენთვის უცნობია. თუკი პროექტი გამართულია, არ არსებობს მიზეზი იმისთვის, რომ ის საჯარო არ იყოს. რამდენადაც გვაქვს გელათში ძალიან ცუდი პრაქტიკა 4 წლის მანაძილზე, აუცილებელია სკულპულოზური მიდგომა საინჟინრო გადაწყვეტებში და რა თქმა უნდა, ფართო ექსპერტიზა იმისთვის, რომ სამომავლო რისკები დაზღვეული იყოს. ვადებშ პრობლემები სულ იყო და ახლაც ნარჩუნდება. ვიცით, რომ მარტის თვეში იყო ეს სამუშაოები დაგეგმილი და დღემდე არ დაწყებულა. რაც შეეხება წმინდა გიორგი ეკლესიას, მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს კონტექსტის ნაწილი, რამდენადაც იდენტური ხასიათის პრობლემებია აღმოჩენილი, - ამბობს ბარათაშვილი.
გელათის სამონასტრო კომპლექსი დღეიდან 15 აგვისტომდე ვიზიტორებისთვის დაიკეტა. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ტაძარში სტუმრების შეშვება გერმანელი სპეციალისტების მოთხოვნით შეჩერდა, რათა მიმდინარე სამუშაოების გამო ვიზიტორების უსაფრთხოება დაცული იყოს.
ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.