"ამ ბავშვებსა და ფეხბურთელებს შორის დღეს კედელი ჩააყენა ხელისუფლებამ" - ანა ნაცვლიშვილი

02.07.24 14:05
"ამ ბავშვებსა და ფეხბურთელებს შორის დღეს კედელი ჩააყენა ხელისუფლებამ" - ანა ნაცვლიშვილი

ამ ბავშვებსა და ფეხბურთელებს შორის დღეს კედელი ჩააყენა ხელისუფლებამ - ამის შესახებ " ლალოს" ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ღამენათევ ქომაგებს ხელისუფლებამ არ მისცა საშუალება შეხვედროდნენ ეროვნულ ნაკრებს და დიდი სახალხო ზეიმი გააფუჭა.

დღევანდელი ამბავი მეტად სიმბოლურია:
ასე კედლიდაა გაჩხერილი ამ ბავშვებსა და მათ ბედნიერ მომავალს შორის "ოცნება".

კედელი უნდა დაინგრეს 26 ოქტომბერს"- წერს ნაცვლიშვილი.