ლექსო ლაშქარავაზე თავდამსხმელი პატიმრობაში რჩება
ტვ პირველის ოპერატორზე, ლექსო ლაშქარავაზე, თავდამსხმელი პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. დაცვის მხარე 3 ათას ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
გიგუაშვილი ბრალს მხოლოდ ნაწილობრივ აღიარებს, კერძოდ, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას.
გიგუაშვილს 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ლექსო ლაშქარავას ცემის ეპიზოდზე ბრალი კიდევ 5 პირს აქვს წარდგენილი, ყველა მათგანი წინასწარ პატიმრობაში რჩება.
გია გიგუაშვილი 5 ივლისს ტვ პირველის ოპერატორს თავს "სირცხვილიას" ოფისში დაესხა.
შსს ინფორმაციით, 5-6 ივლისის მოვლენების დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ დაკავებულია 29 პირი.