ქვემო ქართლში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველში, თვითმფრინავი ჩამოვარდა - ინფორმაციას inforustavi.ge ავრცელებს.
ამ ეტაპზე ცნობილია, მხოლოდ ის, რომ ჩამოვარდნილია სამხედრო თვითმფრინავი, შემთხვევა ბოლინისის სამხედრო ბაზაზე მოხდა, უცნობია არის თუ არა მსხვერპლი.
თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია, შესაბამისად, უცნობია, არიან თუ არა დაშავებლები ან დაღუპულები.
"პირველები" დეტალებს არკვევს.