ბოლნისში სუ-25 ჩამოვარდა - ცნობილია დაღუპული პილოტის ვინაობა

02.07.24 14:53
ბოლნისში სუ-25 ჩამოვარდა - ცნობილია დაღუპული პილოტის ვინაობა

სუ-25 კატასტროფის შედეგად, ტრაგიკულად დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული შემთხვევის მიზეზების დადგენის მიზნით, თავდაცვის უწყების შესაბამისი სამსახურები აწარმოებენ დეტალურ გამოკვლევას.

მიმდინარე წლის 2 ივლისს, ერთ-ერთი გეგმიური სამხედრო სწავლების დროს, რომელშიც ჩართული იყო საავიაციო კომპონენტი, თავდაცვის ძალების კუთვნილმა ერთ-ერთმა საფრენმა აპარატმა განიცადა კატასტროფა.

სუ-25 კატასტროფის შედეგად, ტრაგიკულად დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი.

აღნიშნული შემთხვევის მიზეზების დადგენის მიზნით, თავდაცვის უწყების შესაბამისი სამსახურები აწარმოებენ დეტალურ გამოკვლევას.
 

თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ტრაგიკული შემთხვევის გამო და უსამძიმრებს დაღუპული პილოტის ოჯახსა და ახლობლებს.

სატელევიზიო არქივი კახაბერ ზურაბაშვილის ინტერვიუს ინახავს, სადაც გამოცდილი მფრინავი იხსენებს, როგორ გადაეცა თბილავიამშენში გარემონტებული "სუ-25"-ები მათ. 

ამ დროისთვის უცნობია და თავადაცვის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშიც არის დაზუსტებული იყო თუ არა იგივე "სუ 25", რომელმაც ბოლნისშ კატასტროფა განიცხადა. 

შემთხვევა რამდენიმე საათის წინ სოფელ დისველთან მოხდა.

მსგავსი სიახლეები