პარლამენტის რკინის ჯებირის დაზიანების ბრალდებით დაკავებული ორი ახალგაზრდა მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

02.07.24 15:45
პარლამენტის რკინის ჯებირის დაზიანების ბრალდებით დაკავებული ორი ახალგაზრდა მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე ნატო ხუჯაძემ არ დააკმაყოფილა ადვოკატების მოთხოვნა და პატიმრობაში დატოვა აქციაზე დაკავებული 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი. ორივე ახლაგაზრდას პროკურატურა პარლამენტთან რკინის ჯებირების დაზიანებას ედავება და 6 წლით ციხეში უშვებს.

ადვოკატი ამტკიცებს, რომ საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს. სწორედ ამიტომ მან პროცესზე დააყენა შუამდგომლობა, რომ საბა მეფარიშვილი 10 ათას ლარიანი გირაოს, ხოლო ომარ ოკრიბელაშილი 400 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაეთავისუფლებინა, თუმცა მოსამართლემ მისი მოთხოვნა არ დააკაყოფილა.

დღეს სადამართლო დარბაზში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. მძიმე ემოციური მდგომარეობის გამო დაკავებული ოკრიბელაშვილის მამამ, საბოლოოდ, დარბაზი დატოვა.

მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იყო საბა მეფარიშვილიც დედაც.

ერთადერთი ეგ არის ჩემი პატრონი. მაგის მეტი მე არავინ გამაჩნია. ზალიან ვთხოვ ყველას, გაითვალისწინონ ჩემი მდგომარეობა და დამიბრუნონ ჩემი შვილი.  400 ლარიანი ჟესტის დაზიანების გულისთვის სჯიან ჩემს შვილს, - ამბობს მეფარიშვილის დედა.