14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

02.07.24 16:51
14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულ კაცს უვადო პატიმრობა შეეფარდა.  აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, მკვლელობაში ბრალდებული ასიმ სადიკოვი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას, სექსუალური ხასიათის შეღწევას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავებოდნენ.

საქმის მასალების მიხედვით, საგარეჯოში, სოფელ ლამბალოში 14 წლის აითაჯ შახმაროვა  27 წლის ასიმ ასლანოვმა სასიკვდილოდ დაჭრა და გაქიცა.  კაცს 3 დღის განმავლობაში ეძებდნენ, შეიარაღებული მოძალადის დაკავება 10 ოქტომბერს მოხერხდა. 

მალევე გაირკვა, რომ კაცი ბავშვთან „არარეგისტრირებულ ქორწინებაში“ იყო. უფლებადამცველები ამბობენ, რომ აითაჯი ტყვეობიდან დაღწევას ცდოლობდა. 

საქმის მასალების მიხედვით, აითაჯ შახმაროვა 13 წლის იყო, როცა დედამ და ბიძამ მისი დაქორწინება დაგეგმეს. ჩვენება სასამართლოს ათობით მოწმემ მისცა, რომლებიც დაკავებულების სავარაუდო დანაშაულზე მიუთთითებდნენ.