სახალხო ზეიმი "ოცნებამ" პოლიტიკურ იარაღად აქცია - ფეხბურთელებთან შეხვედრის ცერემონიაზე პრეზიდენტი არ დაპატიჟეს
სახალხო ზეიმი თავისუფლების მოედანზე, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკური შურისძიების იარაღად აქცია. ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე გულშემატკივრების არმია იკრიბება. ათასობით ჩვენი თანამოქალაქე ქვეყნის მთავარ მოედანზე ერთი მიზნით მიდის -მადლობა უთხრას საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს, რომლებმაც ქვეყანას უდიდესი წარმატება მოუტანეს. ზუსტად ორ საათში თავისუფლების მოედანზე მოწყობილ სცენაზე ჩვენი გმირი ბიჭები ავლენ და იმ ხალხს მიმართავენ, რომელიც ბოლო სამი კვირის განმავლობაში მხოლოდ ფეხბურთით ცხოვრობდა.
თუმცა, ხელისუფლებამ დღესაც მოახერხა, რომ ეროვნული ზეიმი პოლიტიკური ინტრიგებით დაეტვირთა. ცერემონიაზე არ დაპატიჟეს საქართველოს პრეზიდენტი. ქვეყნის პირველი პირი, რომელმაც საქართველოს ნაკრები ღირსების ორდენებით და მედლებით უნდა დააჯილდოვოს. სალომე ზურაბიშვილს სცენაზე არ უშვებენ. ეს გამოცდილება პრეზიდენტს უკვე აქვს, ამიტომ ზურაბიშვილი თავისუფლების მოედანზე მივა და ნაკრების ფეხბურთელებისთვის გადასაცემი სახელმწიფო ჯილდოებიც თან ექნება.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.