"მადლობა ბიჭებს!" - აეროპორტში მისულ ქომაგებს ფეხბურთელებთან მიახლოების საშუალება არ მისცეს

02.07.24 20:29
"მადლობა ბიჭებს!" - აეროპორტში მისულ ქომაგებს ფეხბურთელებთან მიახლოების საშუალება არ მისცეს

 

 

ქომაგების და გულშემატკივრების მთელი ჯარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში -  ფეხბურთელების დასახვედრად დილიდან მივიდა ყველა თაობის ასობით წარმომადგენელი მხოლოდ ერთადერთი მიზნით - მადლობა ეთქვათ ქართველი ფეხბურთელებისთვის, რომლებმაც  ქვეყანას დაუვიწყარი და ისტორიული დღები აჩუქეს. დილის ექვსი საათიდან აეროპორტის ტერიტორია ხალხით  გადავსებული იყო.

ნაწილმა მისვლა გვიან ღამიდან დაიწყო, რადგან არავინ იცოდა, ზუსტად როდის დაჯდებოდა ბორტი, სადაც ეროვნული ნაკრები იყო. ბოლომდე საიდუმლოდ დატოვეს ისიც, თუ რომელი გამოსასვლელით დატოვებდნენ აეროპორტს ფეხბურთელები. ათასობით ადამიანს, მათ შორის ბავშვებს საოცნებო ფეხბურთელებთან მიახლოვების საშუალება არ მისცეს. სპორტსმენებმა ტერიტორია ისე დატოვეს, რომ გულშემატკივრებთან არ გამოჩენილან და მადლობის შეძახილებს ავტობუსიდან ისმენდნენ.

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.