ავიაკატასტროფა ბოლნისში - დაიღუპა პილოტი

02.07.24 20:38
ავიაკატასტროფა ბოლნისში - დაიღუპა პილოტი

უკვე რამდენიმე საათია საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ბოლნისში, ავიაკატასტროფის ადგილზე. მაშველები და სოფელ დისველის მცხოვრებლები ერთობლივად ეძებენ თვითმფრინავის ფრაგმენტებს. გეგმიური სამხედრო სწავლების დროს, სამხედრო თვითმფრინავი სუ-25 ჩამოვარდა. დაღუპულია თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი კახაბერ ზურაბაშვილი. ცხედარს ექსპერტიზაზე ცოტა ხანში გადაასვენებენ. 

ადგილობრივებმა დაინახეს, როგორ დაიწყო ვარდნა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილმა თვითმფრინავმა და როგორ გაეხვა ცეცხლის ალში. ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა მოხდა - ეს იყო ტექნიკური გაუმართაობა და თუ უბედური შემთხვევა. 

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.