ტექნიკური გაუმართაობა თუ უბედური შემთხვევა? - რა გახდა ბოლნისში ავიაკატასტროფის მიზეზი
გახდა თუ არა ბოლნისში მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზი თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართავობა? თვითმხილველები ყვებიან, რომ კვამლი თვითმფრინავს ჯერ კიდევ ჰაერში გაუჩნდა და შემდეგ დაიწყო სუ 25-მა ვარდნა. ფაქტია, რომ საფრენ აპარატს ქვეყნის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი გამოცდილი პილოტი მართავდა. კახაბერ ზურაბაშვილი ადგილზე გარდაიცვალა.
ეს ის მოიერიშე თვითმფრინავია, რომელიც კიდევ რამდენიმე საფრენ აპარატთან ერთად ათი თვის წინ თბილავიამშენის ბაზაზე გარემონტდა და საჰაერო ძალებს გადაეცა. ამ ფაქტს ადასტურებს არქივში არსებული ტრაგიკულად დაღუპული მფრინავის ინტერვიუც. ტრაგედიის ერთ-ერთი ვერსია სწორედ თვითმფრინავის ტექნიკურ გაუმართაობას უკავშირდება, თუმცა რა მოხდა სოფელ დისველთან - ახლა გამოძიებამ უნდა გასცეს ყველა კითხვაზე პასუხი.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.