ავტოგრაფები და ფოტოები კუმირთან - პატარა ქომაგები ბუდუ ზივზივაძეს სახლთან დახვდნენ
პატარა გულშემატკივრები საამაყო ფეხბურთელების სახლებთან - ბინიდან გამოსულ ბუდუ ზივზივაძეს სადარბაზოში ცოტა ხნის წინ მცირეწლოვნები ოვაციებით და შეძახილებით დახვდნენ. ბავშვები, ვინც ყველაზე სახალხო ფეხბურთელად აღიარებულ ბუდუსთან შეხვედრას დიდი ხანია ელოდნენ, სურვილი აიხდინეს. ფოტოებიც გადაიღეს და ბუდუსგან ავტოგრაფებიც მიიღეს საჩუქრად.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.