სამოქალაქო აქტივისტებმა მოძრაობა "20 ივნისი" დააფუძნეს

26.07.21 13:29
სამოქალაქო აქტივისტებმა მოძრაობა "20 ივნისი" დააფუძნეს

მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმის ეზოში სამოქალაქო მოძრაობა "20 ივნისი" დაფუძნდა. გაერთიანების წევრები პარლამენტის წინ გამართული დემონსტრაციის ახალგაზრდა მონაწილეები არიან. ნიკა ფარულავა და ირაკლი ფავლენიშვილი მოძრაობის შექმნის  მიზეზად  ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლას და გამოხატვის თავისუფლების დაცვას ასახელებენ.

სიმბოლურია ეს სახელი, ჩვენ დავიწყეთ პოლიტიკური აქტივობა 2019 წლის 20 ივნისის შემდგომ. ის მიზნები, რაც იქნა დასახული, აუცილებლად იქნება შესრულებული, ეს არის საქართველოს დეოკუპაცია, ევროატლანტიკური ინტეგრაცია და მთავარი საფრთხე და მთავარი პრობლემა არის ოლიგარქიული რეჟიმი, რომელიც არ აძლევს საშუალებას საქართველოს, რომ ევროატლანტიკურ გზაზე იყოს პროგრესი", - ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი.