რომ ჩამოვედით და ხალხის რეაქციები ვნახეთ, დიდი სიხარული იყო ჩვენთვის - გიორგი ქვილითაია

02.07.24 20:58
რომ ჩამოვედით და ხალხის რეაქციები ვნახეთ, დიდი სიხარული იყო ჩვენთვის - გიორგი ქვილითაია

რომ ჩამოვედით და ხალხის რეაქციები ვნახეთ, დიდი სიხარული იყო ჩვენთვის, - ამის შესახებ "პირველებთან" საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქვილითაია საუბრობს. მისი თქმით, გერმანიაში ფეხბურთელები კიდევ ვერ აღიქვამდნენ იმ სიხარულს, რაც მათ ქართველ ხალხს მოუტანეს.  

ჩვენ ჯერ კიდევ ვერ აღვიქვამდით რა ხდებოდა საქართველოში და როგორი ბედნიერი იყო ხალხი და რომ ჩამოვედით და ვნახეთ ხალხის რეაქციები და რომ ვნახეთ ბებოები და ბაბუები როგორ იდგნენ და გულზე ხელს ირტყამდნენ და მადლობას გვიხდიდნენ და ბედნიერები იყვნენ, ეს ჩვენთვის ძალიან დიდი სიხარული იყო. ეს წარმატება, მგონია, რომ ბევრად უფრო კარგდ შედეგებს მოიტანს მომავალში, - ამბობს გიორგი ქავილითაია.