,,მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი" ვაქცინაციის წინააღმდეგ გამოდის

26.07.21 13:55
,,მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი" ვაქცინაციის წინააღმდეგ გამოდის

,,ვაქცინაციის დროს ადამიანის ჯანმრთელობისთვის მიყენებული რისკი მრავალჯერ აჭარბებს ვაქცინის ეფექტურობას" , ამის შესახებ საგანგებო მიმართვას ,,მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" წევრი სასულიერო პირები ავრცელებენ. ისინი ცდილობენ, საზოგადეობა შეცდომაში შეიყვანონ და ადამიანს აცრაზე უარი ათქმევინონ.

სახელმწიფო სამსახურებში ხდება პირდაპირი თუ ირიბი იძულება ვაქცინაციასთან დაკავშირებით. ჩვენ არაერთხელ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, სასულიერო პირებმა, ექიმებმა, საერო პირებმა, რომ დაუშვებელია მოუმზადებელი ვაქცინის გამოყენება და მით უფრო, იძულება ადამიანისა, რომ აიცრას.   

წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის კლინიკაში მოთავსებულია მედიკოსი, რომელმაც ორჯერ ჩაიტარა ვაქცინაცია და მაინც დაინფიცირდა ვირუსით. ჩნდება კთხვა, რა საჭიროა აცრა მაშინ.

ამ პრეპარატების მიღებისას ადამიანის ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის რისკი დიდია  და მრავალჯერ აჭარბებს მათი გამოყენების ეფექტურობას. - აცხადებენ ,,მართლმადიდებელ მშობელთა კავშირში".