სახურავგადახდილი სახლები და განადგურებული სახნავ-სათესი - სტიქია სამეგრელოში

03.07.24 10:23
სახურავგადახდილი სახლები და განადგურებული სახნავ-სათესი - სტიქია სამეგრელოში

სტიქია სამეგრელში - რამდენიმე წუთიანმა ძლიერმა სეტყვამ და ქარმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში პრობლემები შექმნა. ძლერმა ქარმა რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა, დააზიანა კედლებიც. ქარისა და სეტყვის შედეგად თითქმის სრულად განადგურდა სახნავ-სათესი ფართობები და სავარგულები. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. 

სტიქიის ზონაში გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ წალენჯიხის მერიის წარმომადგენლები. შექმნილია ზარალის შემსწავლელი კომისია.

წალენჯიხის მერიის თქმით, სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში ადგილობრივთან ერთად  ცენტრალური ხელისუფლებაც ჩაერთვება.

მსგავსი სიახლეები