მთავრობის მიერ ორგანიზებული საზეიმო ღონისძიება - რამ გაანაწყენა ირმა სოხაძე?

03.07.24 10:59
მთავრობის მიერ ორგანიზებული საზეიმო ღონისძიება - რამ გაანაწყენა ირმა სოხაძე?

 „შეიძლება შემსრულებელი არ მოგწონდეს, არც ავტორებზე გიჟდებოდე, მაგრამ ფეხბურთელებს და ხალხს რას ერჩი, არ მესმის. ვერაფრით შეცვლის რეალობას, რომ "ზღაპრის ბოლო კეთილია" - მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ საზეიმო ღონისძიებას ირმა სოხაძე აკრიტიკებს. მოღერლის უკამყოფილება, მისი თანაავტორობით  შექმნილი სიმღერის, "ზღაპრის ბოლო კეთილიას" არშესრულებამ გამოიწვია.

"ვერ დავმალავ, გამიკვირდა! შეიძლება შემსრულებელი არ მოგწონდეს, არც ავტორებზე გიჟდებოდე, მაგრამ სიმღერას, ლექსს, თვითონ ფეხბურთელებს და ხალხს რას ერჩი, არ მესმის. მგონი, იგნორირება და სხვა სიმღერის, თუნდაც ძალიან კარგის, სამჯერ გაჟღერება ვერაფრით შეცვლის იმ რეალობას, რომ "ზღაპრის ბოლო კეთილია" ბოლო პერიოდის ქართული ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია, მეტი რომ არ ვთქვა!❤️⚽️ და შეკრების ბოლოს, უფონოგრამოდ, თვითონ ფეხბურთელებისთვის რომ მიეცათ ხალხთან ერთად ამ მისამღერის გაჟღერების საშუალება, ვითომ უკეთესი არ იქნებოდა?! რა ვიცი, რა ვიცი... ის კი ვიცი, რომ "ზღაპრის ბოლო კეთილია," მუდამ!😁😍❤️ დასასრული კი ჩვენ გამარჯვებებს აღარ ექნება! ❤️🇬🇪⚽️❤️🇬🇪⚽️❤️🇬🇪⚽️❤️", - წერს ირმა სოხაძე.