ვინ შეცვლის ირაკლი შოთაძეს? - კანდიდატების ნაწილი შერჩევის პროცესის ფორმალობაზე საუბრობს
შეცვლის თუ არა გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძეს მისი მოდგილე? ქვეყნის მთავარი გამომძიებლის ვინაობა მალე გაირკვევა. საპროკურორო საბჭო კანდიდატებთან გასუბრებას ხვალ ოფიციალურად იწყებს. მსურველი 11 კანდიდატია. ნაწილს დოკუმენტები დაუხარვეზეს და განცხადების თავიდან შეტანა მოუწია. თუკი კანდიდატები დღეს საჭირო დოკუმენტებს ვერ მიიტანენ, მათი კანდიდატურები ავტომატურად ჩაიხსნება.
კანდიდატების ნაწილს აქვთ განცდა, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და არჩევანს ხელისუფლება სწორედ გიორგი გაბიტაშვილზე გააკეთებს.
ჩემი მონაწილეობა ახლანდელს პროკურატურას და სასამართლო კლანს, რა თქმა უნდა, არ აწყობს. ეს არის კლანი. ეს კლანი ჩინჩალაძე-მურუსიძე თავის დროზე იყვნენ მიშას მონები, ახლა ბიძინას მონები არიან, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მიშას მონობის დროს ისინი უპრობლემოდ ასრულებდნენ ყველა დავალებას შიშით და ბიძინას მონობის დროს ფულის გამო ასრულებენ და მილიონერები გახდნენ. ასე იქნება მანამ, სანამ ჩვენ ამ მონებს არ მოვიშორებთ პროკურატურიდან, სასამართლოდან, სანამ არ მოვიშრებთ კლანს, მანამ ასე იქნება, ამიტომ ვღებულობ მონაწილეობას. თუ მივიღებ მონაწილეობას, ყველა მათგანს ვამხილებ საჯაროდ, - ამბობს ლაზარე ჯორბენაძე.
სხვაგვარად ფიქრობს კიდევ ერთი კანდიდატი ლექსო კობაიძე.
ტექნიკური საკითხებია, ეს არ არის არსობრივი საკითხები, რომელიც, ასე ვთქვათ, შაბლონურად რაც ჩამონათვალი არსებობს, რომელიც საპროკურორო საბჭომ დაამტკიცა მთავარი პროკურორის კანდიდატურასთან დაკავშირებით, ეს საბუთებია წარსადგენი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ არის ისეთი საკითხი, რომელიც დაუძლეველია, - ამბობს ლექსო კობაიძე.
გასაუბრების ეტაპის დასრულების შემდეგ შერჩეულ კანდიდატებს საბჭო პრლამენტს გადაუგზავნის. დიდი ალბათობით, სიაში იქნება გიორგი გაბიტაშვილიც, შოთაძის მაოდგილე, რომელსაც ქვეყნის მთავარი პოკურორობა სურს.